weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თელავის გამგეობამ 11 615 ჰექტარი მიწა უპატრონოდ მიატოვა  

22:35 ორშაბათი, 17 ივლისი 2017

 

თელავის თემის მუნიციპალიტეტ საკუთრებაში არსებულ 11 598 ექტარ საძოვარს, 16,3 ჰექტარ სახნავს და 9 649 კვ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს უსასყიდლოდ იყენებენ არაუფლებამოსილი პირები, რის გამოც მუნიციპალური ბიუჯეტი ყოველწლიურად კარგავს 170 000 ლარზე მეტ შემოსავალს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებით გამოვლინდა, რომ 2014-2015 წლებში თელავის გამგეობას დადებული ჰქონდა მხოლოდ 1 საიჯარო ხელშეკრულება, საიდანაც ქირის სახით მიღებული შემოსავალი მხოლოდ 4 500 ლარს შეადგენდა.

ამასთანავე, გამოირკვა, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები, რომლებიც ბიუჯეტში არანაირ საფასურს არ იხდი. კერძოდ, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 9 649 კვ. მიწას იყენებენ კერძო კომპანიები, ხოლო 11 614 ექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას - ფიზიკური პირები.

სოფელ წინანდალში მდებარე 2 141 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი თვითნებურად აქვს დაკავებული შპს „კორპორაცია ქართულ ღვინოს“. კომპანიას შემოღობილი აქვს ეს ტერიტორია და ხელშეკრულების დადების გარეშე იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის.

7 508 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა აქვს მითვისებული შპს „ლოპოტას“, რომელიც მას საგზაო დანიშნულებისათვის იყენებს. თელავის გამგეობა ფლობდა ინფორმაციას ამ ფაქტის შესახებ, თუმცა რაიმე რეაგირება არ მოუხდენია.

მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ 163 166 კვ.მ ფართობის მიწას (სოფელ ვანთაში - 100 521 კვ.მ. სოფელ აკურაში - 35 917 კვ.მ და სოფელ ქვემო ხოდაშენში - 26 728 კვ.მ.), რომლებზეც გაშენებულია ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავები, ასევე ფლობდნენ არაუფლებამოსილი პირები, რომლებთანაც მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებები. შესაბამისად, უკანონო მოსარგებლეები ბიუჯეტში არ იხდიდნენ საფასურს.

არაუფლებამოსილი პირები სარგებლობენ თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირებული 25 ერთეული საძოვ, რომელთა ფართობი სულ 11 598 ჰექტარია.  მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ უკანონო მოსარგებლეები გარკვეულ საფასურს უხდიდნენ სხვადასხვა ფიზიკურ პირებს და გადახდილი თანხები ბიუჯეტში არ ირიცხებოდა, თუმცა არავითარი ზომები არ მიუღიათ.

საქართველოს მთავრობის 2011 წლის 13 იანვრის №15 დადგენილების შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საძოვრით სარგებლობისათვის წლიური საიჯარო ქირა 1 ჰა-ზე შეადგენს 15 ლარს. ამდენად, თუ მუნიციპალიტეტი აღნიშნულ მიწებს კანონით დადგენილი წესით გასცემდა იჯარით, ბიუჯეტში წლიურად მიიღებდა 170 ათას ლარზე მეტ შემოსავალს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]